FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  1271

ბუნებრივი  გაზის ორმხრივი  ხელშეკრულებების  ბაზარი.  ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების  პლატფორმის ადმინისტრატორი.
1. ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე ბუნებრივი გაზის ყიდვა- გაყიდვა ხორციელდება ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების  ბაზარზე, ბაზრის  მონაწილეებს  შორის პირდაპირი  მოლაპარაკების  გზით ან/და ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მეშვეობით.
2. ბაზრის მონაწილეები ვალდებული არიან დადებული ორმხრივი ხელშეკრულებების შესახებ ანგარიშგება განახორციელონ კომისიის მიერ დამტკიცებული რეგულირებული  საწარმოს ანგარიშგების წესების შესაბამისად.
3. ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი.
4. ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი:
    ა) უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირებას  ამ  კანონითა  და  ბუნებრივი  გაზის  ბაზრის  წესებით განსაზღვრული წესითა და პირობებით;
    ბ) აღრიცხავს ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე არსებული ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის განაცხადების მონაცემებს;
    გ) არეგისტრირებს ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილეებს და აწარმოებს შესაბამის რეესტრს;
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  1271

დ) კომისიის  მიერ დამტკიცებული  სამართლებრივი  აქტის შესაბამისად, კომისიას წარუდგენს ანგარიშს განხორციელებული  საქმიანობის თაობაზე;
    ე) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების შესაბამისად.
5. ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორს არ აქვს უფლება, იმავდროულად განახორციელოს სხვა ბუნებრივი გაზის საქმიანობა, გარდა ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირებისა.