FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  66

თავშესაფრის მაძიებლის უფლებები.
1. თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს:
    ა) თავშესაფრის პროცედურის განმავლობაში არ იქნეს პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული წარმოშობის ქვეყანაში;
    ბ) მიიღოს ინფორმაცია თავისი უფლებებისა და მოვალეობებისა და თავშესაფრის პროცედურის შესახებ;
    გ) გასაუბრება მისი დასაბუთებული მოთხოვნით, ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში ჩაუტაროს მისთვის სასურველი სქესის უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა და ისარგებლოს სასურველი სქესის თარჯიმნის მომსახურებით;
    დ) თავშესაფრის პროცედურის განხორციელებისას ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით;
    ე) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ან მის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის წარმოებისას ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  66

ვ) სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებითი განხილვის პერიოდში, ამ კანონისა და მინისტრის ბრძანების შესაბამისად, დარჩეს მიმღებ ცენტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი პენიტენციურ დაწესებულებაში, სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში ანდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება;
    ზ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შემთხვევაში მიიღოს თავშესაფრის მაძიებლის ცნობა, ხოლო ამ ცნობის საფუძველზე – დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა არ გაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც თავშესაფრის მაძიებელი პენიტენციურ დაწესებულებაში ან სამინისტროს დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება;
    თ) სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში უზრუნველყოფილი იყოს სოციალურ-ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო პირობებით;
    ი) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიღების უფლებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების მიღების უფლებით;
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  66

კ) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა;
    ლ) ნებაყოფლობით გამოიხმოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადება;
    მ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის წარმოებისას გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
    ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ისარგებლოს შრომის უფლებით, კერძოდ, დასაქმდეს დამოუკიდებლად ან სხვა დამსაქმებლის მეშვეობით;
    ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით;
    პ) იყოს ინფორმირებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან დაკავშირების შესაძლებლობის შესახებ;
    ჟ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისთვის მინიჭებული უფლებებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.