Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 22 უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის აღიარების პირობები. 1. უცხოური აქტივების მმართველი კომპანია უფლებამოსილია დამატებითი ლიცენზირების გარეშე, საზედამხედველო ორგანოსგან მინიჭებული აღიარების საფუძველზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დაარსებული ფილიალის მეშვეობით ამ კანონის შესაბამისად საქართველოში დააფუძნოს საინვესტიციო ფონდი ან/და მართოს საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი. უცხოურმა აქტივების მმართველმა კომპანიამ აღიარების მოსაპოვებლად საზედამხედველო ორგანოს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ განმცხადებელს საქართველოში დაარსებული აქვს ფილიალი; ბ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ უცხოურმა საზედამხედველო ორგანომ განმცხადებელზე გასცა შესაბამისი საქმიანობის ნებართვა; გ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ფილიალისთვის ხელმისაწვდომია საკმარისი ოდენობის საკუთარი კაპიტალი (თუ უცხოური აქტივების მმართველი კომპანია გეგმავს, საქართველოში ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს გაუწიოს აქტივების მართვის მომსახურება ან/და განახორციელოს ამ კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე დამატებითი საქმიანობა); |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 22 დ) ფილიალის წარმომადგენელი და ხელმძღვანელი პირის (პირების) შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლებიც ადასტურებს მის (მათ) საკმარისად კარგ რეპუტაციასა და საკმარის გამოცდილებას; ე) საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტები. 2. უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის აღიარებისას საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საინვესტიციო ფონდების კატეგორიები, რომელთა მართვაც შეეძლება უცხოურ აქტივების მმართველ კომპანიას საქართველოში. 3. განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ამ კანონის 25-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად განსაზღვროს ის დამატებითი საქმიანობები, რომელთა საქართველოში განხორციელება აღიარების საფუძველზე შეეძლება უცხოურ აქტივების მმართველ კომპანიას, თუ ამ საქმიანობებს მოიცავს უცხოური საზედამხედველო ორგანოს მიერ მასზე გაცემული საქმიანობის ნებართვა. 4. შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, ამ კანონის ნებისმიერი მითითება ლიცენზირებულ აქტივების მმართველ კომპანიაზე აგრეთვე გულისხმობს აღიარებული აქტივების მმართველი კომპანიის საქართველოში რეგისტრირებულ ფილიალზე მითითებას. |