FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  53

კრედიტორთა რეესტრის მონაცემები. კრედიტორთა რეესტრი უნდა შედგეს ამ კანონით გათვალისწინებული კრედიტორთა ჯგუფების შესაბამისად. იგი უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას (მონაცემებს):
    ა) კრედიტორის გვარს, სახელსა და მისამართს, ხოლო თუ კრედიტორი იურიდიული პირია – სახელწოდებას, იურიდიულ მისამართსა და საიდენტიფიკაციო ნომერს (არსებობის შემთხვევაში);
    ბ) კრედიტორის ელექტრონული ფოსტის მისამართს;
    გ) კრედიტორთა რეესტრში შეტანის დღისთვის კრედიტორის მოთხოვნის მოცულობას. ამ მოთხოვნის ძირითადი თანხა, პროცენტი და პირგასამტეხლო ცალ-ცალკე მიეთითება;
    დ) ვალის ოდენობას;
    ე) უზრუნველყოფილი მოთხოვნის შემთხვევაში − მითითებას იმის თაობაზე, თუ ამ მოთხოვნის რა ნაწილია უზრუნველყოფილი. კრედიტორის უზრუნველყოფილი მოთხოვნა და არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა ცალ-ცალკე უნდა იქნეს აღიარებული.