Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
თავდაცვის კოდექსი article 49 მივლინება. 1. სამხედრო მოსამსახურის მივლინებით წარგზავნა ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 2. სამხედრო მოსამსახურის მივლინების შესახებ ბრძანებით განისაზღვრება მივლინების მიზანი, ადგილი და ვადა, მივლინების პერიოდში სადღეღამისო ნორმა, კვების კმაყოფაზე აყვანის, მგზავრობისა და განთავსების საკითხები. 3. სამხედრო მოსამსახურის მივლინებით საქართველოს ფარგლების გარეთ წარგზავნის შემთხვევაში მივლინებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო საქართველოს ფარგლებში წარგზავნის შემთხვევაში − მინისტრის ნორმატიული აქტით. 4. თუ, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურის მივლინებით წარგზავნა ხდება ზეპირი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, შესაბამისი წერილობითი სამართლებრივი აქტი 3 სამუშაო დღის ვადაში უნდა გამოიცეს. |