Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საპატენტო კანონი article 711 1. სასარგებლო მოდელი, რომელსაც აქვს გამოგონებაზე ნაკლები საგამომგონებლო დონე და თავისი არსით არის მცირე გამოგონება, დაცვისუნარიანია, თუ ის აკმაყოფილებს სასარგებლო მოდელის დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს – სიახლეს, საგამომგონებლო დონესა და სამრეწველო გამოყენებადობას. 2. სასარგებლო მოდელს აქვს სიახლე, თუ ის არ მიეკუთვნება ტექნიკის დონეს. 3. სასარგებლო მოდელს აქვს საგამომგონებლო დონე, თუ ის ტექნიკის შესაბამის დარგში გათვითცნობიერებული პირისთვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის დონიდან. 4. სასარგებლო მოდელს აქვს სამრეწველო გამოყენებადობა, თუ შესაძლებელია მისი მრეწველობაში ან სოფლის მეურნეობაში დამზადება ან გამოყენება. 41. სასარგებლო მოდელის განაცხადზე არსობრივი ექსპერტიზის ჩატარებისას საქპატენტი ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, გარდა საგამომგონებლო დონის შეფასებისა. 5. სასარგებლო მოდელის მოწმობის მოქმედების ვადაა 10 წელი განაცხადის შეტანის თარიღიდან. 6. თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სასარგებლო მოდელისათვის გამოიყენება ამ კანონით გამოგონების შექმნის, ექსპერტიზის, გამოყენებისა და სამართლებრივი დაცვისათვის დადგენილი ნორმები. |
საქართველოს საპატენტო კანონი article 711 61. ამ კანონით გამოგონების შექმნისთვის, ექსპერტიზისთვის, გამოყენებისა და სამართლებრივი დაცვისთვის დადგენილ სათანადო ნორმებში სასარგებლო მოდელთან მიმართებით გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისი ტერმინი − „სასარგებლო მოდელი“, „სასარგებლო მოდელის მოწმობა“. 9. სასარგებლო მოდელის განაცხადზე ექსპერტიზის ჩატარების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით. |