Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 33 რეზოლუციის გეგმა. 1. ეროვნული ბანკი აფასებს თითოეული კომერციული ბანკის ეფექტური რეზოლუციის შესაძლებლობას. კომერციული ბანკის ეფექტური რეზოლუციის შესაძლებლობის განსაზღვრისას ეროვნული ბანკი აფასებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლების არსებობისას კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების ან კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების მიზანშეწონილობას. 2. ეროვნული ბანკი ადგენს რეზოლუციის გეგმებს იმ კომერციული ბანკებისთვის, რომელთა მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების არსებობისას მიზანშეწონილია ლიკვიდაციის ნაცვლად რეზოლუციის რეჟიმის შემოღება. რეზოლუციის გეგმა უნდა მოიცავდეს შესაბამის სარეზოლუციო ინსტრუმენტებსა და სარეზოლუციო უფლებამოსილებებს, რომლებსაც ეროვნული ბანკი კომერციული ბანკის რეზოლუციის რეჟიმის მიმდინარეობისას გამოიყენებს. |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 33 3. თუ ეროვნულმა ბანკმა მოახდინა კომერციული ბანკის რეზოლუციის განხორციელების შემაფერხებელი არსებითი გარემოებების იდენტიფიცირება, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკს მოსთხოვოს, წარმოადგინოს გეგმა ამ გარემოებების აღმოსაფხვრელად. თუ კომერციული ბანკის მიერ წარმოდგენილი გეგმა ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული გარემოებების აღმოფხვრას, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკს ამ მიზნის მისაღწევად აძლევს კონკრეტულ მითითებებს და მათ შესასრულებლად განუსაზღვრავს შესაბამის ვადას. კომერციული ბანკი ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა აღნიშნული მითითებების შესასრულებლად. ეროვნული ბანკის მითითებები შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ზომებს: ა) კომერციული ბანკის მაქსიმალური ინდივიდუალური საერთო რისკის პოზიციების შეზღუდვას; ბ) რეზოლუციის მიზნებიდან გამომდინარე, დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნას; გ) განსაზღვრული აქტივების გასხვისების მოთხოვნას; დ) კომერციული ბანკის მიმდინარე ან/და დაგეგმილი საქმიანობის/პროდუქტის შეზღუდვას ან შეწყვეტას; |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 33 ე) კომერციული ბანკის/საბანკო ჯგუფის საოპერაციო საქმიანობაში, ორგანიზაციულ სტრუქტურაში ან/და მფლობელობის სტრუქტურაში ცვლილებების განხორციელების მოთხოვნას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე მფლობელობის სტრუქტურის გამარტივებას ან/და საქართველოს ტერიტორიაზე მშობელი საწარმოს ან შვილობილი საწარმოს დაფუძნებას, რეზოლუციის პროცესში კომერციული ბანკის/საბანკო ჯგუფის კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად; ვ) ნებადართული კაპიტალის შესაბამისი ოდენობის მუდმივად დაცვის მოთხოვნას იმ მიზნით, რომ შესაძლებელი იყოს რეზოლუციის პროცესში ახალი აქციების ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტების გამოშვება; ზ) ამ კანონის 37-10 მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალური მოთხოვნების დაწესებასა და დაცვას. 4. ეროვნულმა ბანკმა ყოველწლიურად უნდა გადახედოს რეზოლუციის გეგმას და საჭიროების შემთხვევაში უნდა განაახლოს იგი. რეზოლუციის გეგმა უნდა განახლდეს, თუ კომერციული ბანკის საქმიანობა ან/და ორგანიზაციული სტრუქტურა ან ფინანსური მდგომარეობა შეიცვალა, რამაც შეიძლება არსებითი გავლენა მოახდინოს რეზოლუციის გეგმის შინაარსზე ან/და განხორციელებაზე. |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 33 5. ყველა კომერციული ბანკი და საბანკო ჯგუფი ვალდებულია ითანამშრომლოს ეროვნულ ბანკთან და ხელი შეუწყოს მას რეზოლუციის გეგმის შემუშავების პროცესში, რაც, მათ შორის, მოიცავს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებას. 6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს დამატებითი ან/და გამარტივებული მოთხოვნები და წესები სარეზოლუციო დაგეგმვასთან დაკავშირებით. ეროვნული ბანკი ასევე უფლებამოსილია განსაზღვროს შესაბამისი კრიტერიუმები იმ კომერციული ბანკებისთვის, რომელთაც, ზომის, სისტემურობისა და რისკის პროფილის გათვალისწინებით, შეიძლება სარეზოლუციო დაგეგმვასთან დაკავშირებით გამარტივებული მოთხოვნები დაუწესდეთ. 7. რეზოლუციის გეგმა არ ზღუდავს ეროვნულ ბანკს, იმოქმედოს ამ გეგმისგან განსხვავებულად. საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი № 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 წ ., მუხ .125 |