Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი article 212 ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება. 1. ყალბი საბანკო ბილეთის, ლითონის მონეტის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით ან გასაღება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ; გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე; 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. 4. ყალბი საბანკო ბილეთის, ლითონის მონეტის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის დასამზადებელი ნებისმიერი სახის საბეჭდი ფორმის, მატრიცის, ქაღალდის, საღებავის და სხვა საგნის ან ნივთიერების უკანონოდ დამზადება, შეძენა, შენახვა ან გადაზიდვა გასაღების მიზნით ან გასაღება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. |