Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ article 5215 1. დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობა არის საექთნო და მეან-ექთნის პრაქტიკის სტანდარტების, პროფესიული ეთიკის კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობის ნორმების დარღვევისთვის გათვალისწინებული, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული პასუხისმგებლობა. 2. დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის არასწორად წარმართვისთვის გათვალისწინებულია პროფესიული პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) წერილობითი გაფრთხილება; ბ) მენეჯერული მოვალეობების/ფუნქციების შესრულების შეჩერება არაუმეტეს 6 თვისა; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოქმედების შეჩერება არაუმეტეს 6 თვისა; დ) სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გაუქმება; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას ექთნის ან მეან-ექთნის საქმიანობის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევების სიმძიმისა და შედეგების, აგრეთვე ექთნის ან მეან-ექთნის მიმართ უკვე გამოყენებული პროფესიული პასუხისმგებლობის ზომების გათვალისწინებით იღებს საბჭო. |
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ article 5215 4. დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროფესიული პასუხისმგებლობის ნებისმიერი ზომა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროფესიული პასუხისმგებლობის საფუძვლებია: ა) პაციენტის ან მისი ახლო ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადება ან საჩივარი; ბ) დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის დამქირავებლის განცხადება ან საჩივარი; გ) იმ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის განცხადება ან საჩივარი, სადაც მუშაობს დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტი, რომელსაც ადასტურებს იმავე დაწესებულებაში მომუშავე, აღნიშნული სუბიექტის ორზე მეტი კოლეგა; დ) იმ სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე, დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის ორზე მეტი კოლეგის განცხადება ან საჩივარი, სადაც მუშაობს აღნიშნული სუბიექტი, რომელსაც ადასტურებს იმავე დაწესებულების ხელმძღვანელი; |
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ article 5215 ე) დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის დამქირავებლის ან იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, სადაც მუშაობს დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტი; ვ) კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლის შედეგები. 6. თუ დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა მის მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას ჩადენილი ქმედებისთვის, იმავე ქმედების შესახებ განცხადება ან საჩივარი არ განიხილება. 7. სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოქმედების შეჩერების მიზეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი მოთხოვნების შესრულების შემდეგ სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოქმედება განახლდება საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის მფლობელის მიერ შესაბამისი განცხადების შეტანის შემდეგ გამართულ საბჭოს პირველსავე სხდომაზე. |
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ article 5215 8. სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გაუქმების შემთხვევაში დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს, განმეორებით მოიპოვოს სახელმწიფო სერტიფიკატი/რეგისტრაციის მოწმობა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. 9. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ საბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში. |