Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 11 სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის შესრულება საქართველოს ტერიტორიაზე. 1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უზრუნველყოფს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის შესრულებას საქართველოს ტერიტორიაზე. 2. უცხო სახელმწიფოდან შემოსული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა სრულდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, ინდივიდუალური შეთანხმებით ან ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას, შესაბამისი თხოვნის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენება ასევე შუამდგომლობის ინიციატორი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობა, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპებს. 4. თუ შესაბამისი უცხო სახელმწიფოს ეროვნული სამართალი სხვაგვარ მოთხოვნას არ აწესებს, საპროცესო მოქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია პირის იძულებასთან და მისი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან, ტარდება, თუ ისინი სანქციონირებულია უცხო სახელმწიფოს სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ. |
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 11 5. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უცხო სახელმწიფოდან შემოსული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულების პროცესს საქართველოს პროკურატურის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში შეიძლება დაესწრონ ამ უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლები. საქართველოს პროკურატურა ვალდებულია დააკმაყოფილოს თხოვნა, თუ დაინტერესებულ პირთა დასწრება უკეთესად უპასუხებს შესაბამისი უცხო სახელმწიფოს საჭიროებებს და გამორიცხავს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ დამატებითი შუამდგომლობის წარმოდგენის აუცილებლობას. 6. თუ უცხო სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასაკმარისი აღმოჩნდება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესასრულებლად, საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოდან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია. 7. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შედეგად მოპოვებული მასალები უცხო სახელმწიფოს ეგზავნება საქართველოს პროკურატურის მეშვეობით. |