FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  35

კრედიტორთა კრების გადაწყვეტილება.
1. კრედიტორთა კრების თავმჯდომარეა რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი.
2. კრედიტორთა კრებამ უნდა გადაწყვიტოს, დაამტკიცებს თუ არა ის შეთავაზებულ რეგულირებულ შეთანხმებას:
    ა) კრედიტორების მიერ შეთავაზებული ცვლილებებით;
    ბ) მოვალის მიერ შეთავაზებული ცვლილებებით;
    გ) კრედიტორებისა და მოვალის მიერ შეთავაზებული ცვლილებებით;
    დ) ცვლილების გარეშე.
3. რეგულირებულ შეთანხმებაში შესატანი ცვლილება არ შეიძლება შეიცავდეს ისეთ პირობას, რომლითაც რეგულირებული შეთანხმება კარგავს ამ კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრულ არსს.
4. კრედიტორების მიერ რეგულირებულ შეთანხმებაში შესატანი ცვლილების შეთავაზება უნდა განხორციელდეს რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის მიერ კრედიტორთა კრებაზე დასასწრებ მოსაწვევში მითითებული წესით, ხოლო მოვალის მიერ შეთავაზებული ცვლილება რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს უნდა მიეწოდოს ამ კრების თარიღამდე არაუგვიანეს 7 დღისა. რეგულირებული შეთანხმების კრედიტორების მიერ შეთავაზებული ცვლილებებით დამტკიცების შემთხვევაში რეგულირებული შეთანხმება ძალაში შედის მოვალის თანხმობით.
5. კრედიტორთა კრებაზე ხმის უფლება განისაზღვრება ამ კანონის 82-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  35

6. რეგულირებული შეთანხმების ან მასში შესატანი ცვლილების დამტკიცებისთვის აუცილებელია კრედიტორთა კრებაზე დამსწრე ხმის უფლების მქონე იმ კრედიტორების არანაკლებ 75 პროცენტის მხარდაჭერა, რომლებიც არ არიან მოვალესთან დაკავშირებული პირები.
7. დაუშვებელია, კრედიტორთა კრებამ დაამტკიცოს ისეთი რეგულირებული შეთანხმება ან მასში შესატანი ცვლილება:
    ა) რომელიც გავლენას ახდენს უზრუნველყოფილი კრედიტორის უფლებაზე, აღასრულოს უზრუნველყოფა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უზრუნველყოფილი კრედიტორი დაეთანხმება ასეთ შეთანხმებას/ცვლილებას;
    ბ) რომლის მიხედვითაც, არაუზრუნველყოფილი კრედიტორი პრეფერენციულ კრედიტორთან შედარებით პრიორიტეტულად კმაყოფილდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პრეფერენციული კრედიტორი დაეთანხმება ასეთ შეთანხმებას/ცვლილებას;
    გ) რომლის მიხედვითაც, პრეფერენციული კრედიტორი სხვა პრეფერენციული კრედიტორის მიმართ პროპორციულობის პრინციპის დარღვევით კმაყოფილდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი პრეფერენციული კრედიტორი დაეთანხმება ასეთ შეთანხმებას/ცვლილებას.
8. კრედიტორთა კრების დასრულების შემდეგ რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი სასამართლოს წარუდგენს კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების/შედეგების შესახებ ანგარიშს კრედიტორთა კრების ოქმის ასლთან ერთად.