FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

პენიტენციური კოდექსი

article  29

მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება.
1. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება გულისხმობს მის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან და სამსახურის გათავისუფლებას მოსამსახურის სამსახურით უზრუნველყოფის მოვალეობისგან.
2. მოსამსახურეს სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) და დადგენილი წესით უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო/წოდებრივი სარგო და დანამატები ან/და ეძლევა სხვა კომპენსაცია.
3. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლებია:
    ა) წერილობითი განცხადება/პატაკი, თუ მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი თანახმაა მისი სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებაზე (წელიწადში არაუმეტეს 5 დღისა);
    ბ) მოსამსახურის შვებულება;
    გ) მოსამსახურის დროებითი შრომისუუნარობა;
    დ) მოსამსახურის საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს ან/და აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნებში კანდიდატად წარდგენა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
პენიტენციური კოდექსი

article  29

ე) მოსამსახურის სამსახურისგან ჩამოშორება ამ მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე სხვა კანონიერი საფუძვლით;
    ვ) მოსამსახურის კანონის შესაბამისად დროებით გათავისუფლების სხვა შემთხვევა;
    ზ) მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა;
    თ) ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა.
4. უშუალო ან ზემდგომი ხელმძღვანელი ვალდებულია არ დაუშვას სამუშაოზე მოსამსახურე ან/და სხვა პირი, რომელიც ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში იმყოფება. ამ საფუძველზე სამსახურისგან ჩამოშორებულ პირს სამსახურისგან ჩამოშორების პერიოდისთვის ხელფასი არ ეძლევა.
5. მოსამსახურისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია დისციპლინური წარმოებისას იგი სამსახურს ჩამოაშოროს. სამსახურისგან ჩამოშორებულ პირს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო/წოდებრივი სარგო და დანამატები.
6. მოსამსახურის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში მისი თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი მოსამსახურეს შეუჩერებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას (თანამდებობიდან დროებით გადაყენება) სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან შესაბამისი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.
პენიტენციური კოდექსი

article  29

7. თანამდებობიდან დროებით გადაყენებული მოსამსახურე გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ბოლოს დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მის ტოლფას თანამდებობაზე. გამართლებულ პირს აუნაზღაურდება თანამდებობაზე იძულებით არყოფნის მთელ პერიოდში მიუღებელი ხელფასი.