FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

გარემოს დაცვის შესახებ

article  12

გარემოს დაცვის სფეროში კომპეტენციათა გამიჯვნის კრიტერიუმები.
1. გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და ავტონომიური რესპუბლიკების კომპეტენციათა გამიჯვნის ძირითადი კრიტერიუმებია:
    ა) გარემოსდაცვით ღონისძიებათა დაფინანსების წყაროები (სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები);
    ბ) ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობა (სახელმწიფო ან ადგილობრივი მნიშვნელობისა);
    გ) გარემოზე მავნე ზემოქმედების მასშტაბი (ტრანსსასაზღვრო, რეგიონთაშორისი, რეგიონალური ან ლოკალური მნიშვნელობისა);
    დ) დაცული ტერიტორიების დაქვემდებარების დონე.
2. სახელმწიფო ბიუჯეტში გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაფინანსება განისაზღვრება ცალკე პროგრამული კოდით/კოდებით. დაუშვებელია წლიური ბიუჯეტით განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური ოდენობის შემცირება საბიუჯეტო სახსრების ნაწილში, წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ჯამურ ოდენობასთან შედარებით.