Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ article 1 კანონის მიზანი და რეგულირების სფერო. 1. ამ კანონის მიზანია სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების (შემდგომ – ჯიშები) გასავრცელებლად დაშვების და მათი თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა საქართველოს ბაზარზე ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის განთავსების უზრუნველსაყოფად. 2. ეს კანონი არეგულირებს ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის წარმოებასთან, აღწარმოებასთან, გადამუშავებასთან, შენახვასთან, სერტიფიცირებასთან, რეალიზაციასა და მიკვლევადობასთან და ადგილობრივ და იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. 3. ეს კანონი არ ვრცელდება: ა) გენური ინჟინერიის მეთოდით მიღებული მცენარეების ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის დამზადებაზე, წარმოებაზე, აღწარმოებაზე, გადამუშავებაზე, შენახვაზე, სერტიფიცირებაზე, ტრანსპორტირებაზე, მიკვლევადობაზე, რეალიზაციასა და გამოყენებაზე; ბ) პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ჯიშების თესლსა და სარგავ მასალაზე; გ) საქართველოში სასელექციო საქმიანობისთვის განკუთვნილ იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალაზე; დ) საბაჟო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ თესლსა და სარგავ მასალაზე; |