Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 34 ვადაგასული საავტორო უფლების გამოყენება. 1. ნაწარმოები, რომელზედაც საავტორო უფლების მოქმედების ვადა გასულია, შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა პირმა საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე. ამასთან, დაცული უნდა იყოს ავტორობის, სახელის, ნაწარმოების ხელშეუხებლობისა და რეპუტაციის პატივისცემის უფლებები. ეს წესი ვრცელდება იმ ნაწარმოებზედაც, რომელიც არ იყო დაცული საქართველოს ტერიტორიაზე. 2. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება დადგინდეს სპეციალური ანარიცხები საქართველოს ტერიტორიაზე იმ ნაწარმოების გამოყენებისთვის, რომელზედაც საავტორო უფლების მოქმედების ვადა გასულია. ასეთი ანარიცხებიდან მიღებული შემოსავალი გადაეცემა მხოლოდ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას. ანარიცხების ოდენობა ნაწარმოების გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავლის 3 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. |