FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

მობილიზაციის შესახებ

article  8

მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილებები.
1. მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო  უფლებამოსილების ფარგლებში, ამ კანონის მე-7 მუხლის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებში მოცემული უფლებამოსილებების შესრულების გარდა:
    ა) ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს  სამობილიზაციო მომზადებასა და საქმიანობას;
    ბ) უზრუნველყოფს ამ კანონის, აგრეთვე სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის სფეროში საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების სხვა აქტების შესრულებას;
    გ) ამუშავებს ადგილობრივ სამუშაო გეგმებს;
    დ) ახორციელებს ეკონომიკის სამობილიზაციო მომზადების ღონისძიებებს;
    ე) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან შეთანხმებით ახორციელებს ღონისძიებებს სამობილიზაციო გეგმების შესრულების უზრუნველსაყოფად;
    ვ) საწარმოებთან დებს ხელშეკრულებებს პროდუქციის მიწოდების, სამუშაოების შესრულების, ძალებისა და საშუალებათა გამოყოფის შესახებ და სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის ღონისძიებების განსახორციელებლად მომსახურების გაწევაზე;
მობილიზაციის შესახებ

article  8

ზ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში ორგანიზებას უწევს დადგენილი წესით სამხედრო სამსახურში გამოძახებას, მოქალაქეებისათვის შეტყობინებას და მათ შემკრებ პუნქტებში გამოცხადებას, აგრეთვე სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებული მისაწოდებელი ტექნიკის, შენობა-ნაგებობების, კომუნიკაციების, მიწის ნაკვეთების, სატრანსპორტო საშუალებათა, სხვა სამობილიზაციო რეზერვებისა და მატერიალურ ფასეულობათა გადაცემას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
    თ) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებს წარუდგენს წინადადებებს სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის განხორციელების სრულყოფის საკითხებზე.
2. მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში მოქალაქეთათვის სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ შეტყობინების გაგზავნისა და მათი შემკრებ პუნქტებში ან სამხედრო ნაწილებში გამოცხადების უზრუნველყოფა ხდება თავდაცვის კოდექსის შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებები სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებაა.
მობილიზაციის შესახებ

article  8

4. საომარი მდგომარეობის დროს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო საგანგებო მდგომარეობის დროს, აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად.