FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

article  16

8. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის და სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების სხვა ბირთვული ობიექტების ავარიასთან დაკავშირებით უდგინდება პირს, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვა გამოწვეულია ავარიის ლიკვიდაციაში მონაწილეობით ან რომელმაც განიცადა რადიაქტიური ზემოქმედება რადიაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებულ ტერიტორიაზე.
9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადამოწმებისას დაწესებულებას უფლება აქვს შეუცვალოს მას შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მიზეზი, თუ დაავადების ან/და დასახიჩრების ხასიათით არსებობს საფუძველი შესაძლებლობის შეზღუდვის სხვადასხვა მიზეზის დასადგენად. ასეთ შემთხვევაში შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მიზეზი უნდა დადგინდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის არჩევანით, ან დადგინდეს ის მიზეზი, რომელიც უფრო მეტი პენსიის მიღების უფლებას იძლევა.
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

article  16

1. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრისას დაწესებულება ადგენს შემდეგ მიზეზებს:
    ა) საერთო დაავადება;
    ბ) შრომითი დასახიჩრება;
    გ) პროფესიული დაავადება;
    დ) ბავშვობიდან შესაძლებლობის შეზღუდვა;
    ე) შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც დაკავშირებულია სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან;
    ვ) შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც არ არის დაკავშირებული სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან;
    ზ) შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც დაკავშირებულია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისა და სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების სხვა ბირთვული ობიექტების ავარიასთან;
    თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მიზეზს.
2. შესაძლებლობის შეზღუდვა საერთო დაავადებასთან დაკავშირებულად ითვლება, თუ იგი კავშირში არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ-თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მიზეზებთან.
3. შესაძლებლობის შეზღუდვა შრომით დასახიჩრებასთან დაკავშირებულად ითვლება, თუ უბედური შემთხვევა მოხდა:
    ა) შრომითი მოვალეობის (მათ შორის, მივლინებაში ყოფნისას), ან დამსაქმებლის ინტერესებიდან გამომდინარე რაიმე მოვალეობის შესრულებისას;
    ბ) გზაში სამუშაოზე წასვლისას ან სამუშაოდან დაბრუნებისას;
    გ) საწარმოო პრაქტიკის დროს;
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

article  16

დ) დამსაქმებლის ტერიტორიაზე ან სხვა ადგილზე სამუშაო დღის განმავლობაში, დადგენილი შესვენებისას ან/და სხვა დროს, რომელიც საჭიროა სამუშაო ადგილის მოსაწესრიგებლად, სამუშაოს დაწყებამდე, ან სამუშაოს დამთავრების შემდეგ;
    ე) დამსაქმებლის ტერიტორიის ახლოს, სამუშაო დროს ან დადგენილი შესვენებისას, თუ იქ ყოფნა არ ეწინააღმდეგება შინაგანაწესს;
    ვ) სახელმწიფო ან საზოგადოებრივი დავალების შესრულებისას;
    ზ) ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისას;
    თ) სახელმწიფო საკუთრების ან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას;
    ი) დონორის ფუნქციის შესრულებისას.
4. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი პროფესიული დაავადებით დაუდგინდება პირს, რომელსაც მწვავე ან ქრონიკული დაავადება განუვითარდა მოცემული პროფესიისათვის დამახასიათებელი მავნე ფაქტორების ზემოქმედებით, ან იმ საწარმოსათვის დამახასიათებელი შრომის პირობებით, სადაც ის მუშაობდა.
5. ბავშვობიდან შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი უდგინდება პირს, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვა 18 წლის ასაკამდე მოხდა.
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

article  16

6. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებული ტრავმით ან დაავადებით დაუდგინდება თადარიგის სამხედრო მოსამსახურეებს, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებულ პირებს, თუ იგი უკავშირდება საქართველოს და ყოფილი სსრ კავშირის ინტერესების, მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას ან სხვა სამხედრო ან ოპერატიულ მოვალეობათა შესრულებას, აგრეთვე სხვა ქვეყნების ლოკალურ ომებში მიღებულ ჭრილობას, დასახიჩრებას, კონტუზიას ან დაავადებას.
7. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, რომელიც დაკავშირებული არ არის სამხედრო ვალდებულების შესრულებასთან, დგინდება იმ შემთხვევაში, როცა ტრავმა ან დაავადება მიღებულია სამხედრო სამსახურის გავლისას და არ უკავშირდება სამხედრო ვალდებულების შესრულებას. ასეთ შემთხვევაში შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დგინდება, თუ ის დადგა სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, ან დემობილიზაციიდან 3 თვის განმავლობაში, ანდა დემობილიზაციიდან 3 თვის გასვლის შემდეგ, თუ ტრავმა ან დაავადება მიღებულია სამხედრო სამსახურის პერიოდში, ან დემობილიზაციიდან 3 თვის ვადაში.