FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ

article  7

6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას:
    ა) ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაცია აღიარებითი რეჟიმით მისი პირველად შემოტანის დროს (გარდა დაინტერესებული პირის მიერ იმპორტირების მიზნის მიუხედავად ფარმაცევტული პროდუქტის პროაქტიულად დარეგისტრირებისა და უკვე რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით დაშვებისა შეტყობინების გზით) – 500 ლარი;
    ბ) ინოვაციური (ახალი ორიგინალური) ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაცია ეროვნული რეჟიმით – 2500 ლარი;
    გ) ინოვაციური (ახალი ორიგინალური) ფარმაცევტული პროდუქტის ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 2000 ლარი;
    დ) გენერიკული და კვლავწარმოებული ფარმაცევტული პროდუქტის, სისხლის პრეპარატის რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 500 ლარი; დ-1) გენერიკული და კვლავწარმოებული ფარმაცევტული პროდუქტის, სისხლის პრეპარატის ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 200 ლარი;
    ე) იმუნობიოლოგიური პრეპარატის რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 500 ლარი;
    ვ) იმუნობიოლოგიური პრეპარატის ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 200 ლარი;
    ზ) რადიოფარმაცევტული საშუალების რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 500 ლარი;
    თ) რადიოფარმაცევტული საშუალების ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 200 ლარი;
    ი) სადიაგნოსტიკო საშუალებების: ტესტსისტემების (ნოზოლოგიების მიხედვით), ალერგენების, რეაგენტების (კლინიკური ბიოქიმიისა და კლინიკური ქიმიისათვის) და შრატების ნაკრებების რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 400 ლარი; მათში შემავალი თითოეული პოზიციის რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – დამატებით 10 ლარი;
    კ) სადიაგნოსტიკო საშუალებების: ტესტსისტემების (ნოზოლოგიების მიხედვით), ალერგენების, რეაგენტების (კლინიკური ბიოქიმიისა და კლინიკური ქიმიისათვის) და შრატების ნაკრებების ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 200 ლარი; მათში შემავალი თითოეული პოზიციის ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – დამატებით 10 ლარი;
    ლ) სტომატოლოგიური მასალის რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 500 ლარი;
    მ) სტომატოლოგიური მასალის ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 200 ლარი;
    ნ) კონტრაცეპტული მექანიკური საშუალების (გარდა არაინვაზიური კონტრაცეპტული მექანიკური საშუალებისა) რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 500 ლარი;
    ო) კონტრაცეპტული მექანიკური საშუალების (გარდა არაინვაზიური კონტრაცეპტული მექანიკური საშუალებისა) ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 300 ლარი;
    პ) სამედიცინო დანიშნულების საგნების რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 1000 ლარი;
    ჟ) სამედიცინო დანიშნულების საგნების ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 250 ლარი;
    რ) სამედიცინო დანიშნულების საგნების მოდერნიზებული მოდელების რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 330 ლარი;
    ს) ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო დანიშნულების საგნების რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 500 ლარი;
    ტ) ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო დანიშნულების საგნების ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 125 ლარი;
    უ) ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო დანიშნულების საგნების მოდერნიზებული მოდელების რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 170 ლარი;
    ფ) სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში II რიგის ცვლილებების რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 50 ლარი;
    ქ) კომპლემენტარული სამკურნალო საშუალების ნებაყოფლობითი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 400 ლარი;
    ღ) კომპლემენტარული სამკურნალო საშუალების ნებაყოფლობითი ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 200 ლარი;
    ყ) პარასამკურნალო საშუალების ნებაყოფლობითი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 500 ლარი;
    შ) პარასამკურნალო საშუალების ნებაყოფლობითი ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 300 ლარი;
    ჩ) ბიოლოგიურად აქტიური დანამატის ნებაყოფლობითი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 600 ლარი;
    ც) ბიოლოგიურად აქტიური დანამატის ნებაყოფლობითი ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 400 ლარი.
სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ

article  7

7. საქართველოს საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას:
    ა) საწარმოს რეგისტრაცია: ა.ა) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა – 60 ლარი; ა.ბ) კომანდიტური საზოგადოებისა – 80 ლარი; ა.გ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა – 160 ლარი; ა.დ) სააქციო საზოგადოებისა – 360 ლარი; ა.ე) კოოპერატივისა – 120 ლარი;
    ბ) საწარმოს ფილიალის რეგისტრაცია – შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოს რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 50%;
    გ) საწარმოს წესდებაში ან მისი ფილიალის დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა – შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოს რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25%;
    დ) საწარმოს საქმიანობის შეწყვეტისა და ლიკვიდაციის რეგისტრაცია – მისი რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25%;
    ე) საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო საწარმოს ხელახალი რეგისტრაცია – მისი პირველადი რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 20%;
    ვ) საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლის რეგისტრაცია – შერჩეული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებელი.
9. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური ახორციელებს შემდეგი სახის რეგისტრაციას:
სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ

article  7

ა) სახელობითი დამღის შიფრისა და დამზადების წლის ლიტერის მინიჭება და ტვიფრის ერთი ცალის რეგისტრაცია – 15 ლარი;
    ბ) სახელობითი დამღის ანაბეჭდის ტვიფრის ერთი ცალის ყოველწლიური რეგისტრაცია –10 ლარი.
10. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას:
    ა) საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო – საქართველოს დროშით მცურავი გემის (გარდა ნიჩბიანი ნავისა და მოტორიანი ნავისა) რეგისტრაცია (ყოველწლიური მოსაკრებელი) − 80 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში დამატებული:
სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ

article  7

სარეგისტრაციო მოსაკრებლების სახეები და განაკვეთები; რეგისტრაციის უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო დაწესებულებები.
1. საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ფასიანი ქაღალდებისა და შეთავაზებების რეგისტრაციას, რომლის სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობა არის ფასიანი ქაღალდების საერთო ღირებულების 0.1%, მაგრამ არაუმეტეს 5 000 ლარისა.
11. საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს შემდეგი სახის რეგისტრაციას სარეგისტრაციო მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთებით:
    ა) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია – 5 000 ლარი;
    ბ) საგადახდო სისტემის ოპერატორის რეგისტრაცია – 10 000 ლარი;
    გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია – 50 000 ლარი;
    დ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაცია – 3 000 ლარი;
    ე) სესხის გამცემი სუბიექტის რეგისტრაცია – 10 000 ლარი;
    ვ) აქტივების მმართველი კომპანიის რეგისტრაცია – 2 000 ლარი;
    ზ) საინვესტიციო ფონდის რეგისტრაცია – 2 000 ლარი;
    თ) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია − 5 000 ლარი.
12. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს საპენსიო სქემის რეგისტრაციას, რომლის სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობა 2 000 ლარია.
სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ

article  7

2. საქართველოს ი უსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს შემდეგი სახის რეგისტრაციებს:
    ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაცია – 500 ლარი;
    ბ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებაში ან მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ – „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25%.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას:
    ა) მსუბუქი ავტომანქანის ძარის გადაფორმება – 40 ლარი;
    ბ) სატვირთო ავტომანქანის კაბინის ან ჩარჩოს გადაფორმება – 32 ლარი;
    გ) ფურგონის ტიპის სატვირთო ავტომანქანის ან ავტობუსის ძარის გადაფორმება – 63 ლარი;
    დ) სატრანსპორტო საშუალების ძრავის გადაფორმება – 38 ლარი.
4. საქართველოს კულტურის სამინისტროს შესაბამისი სამსახური ახორციელებს საზღვარგარეთ გასატან კულტურულ ფასეულობათა რეგისტრაციას, რომლის სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობა 15 ლარია.