FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

article  201

ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურებები (სერვისები).
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურებების (სერვისების) მიწოდებას.
2. ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურებებია (სერვისებია):
    ა) ფსიქიატრიული ამბულატორიული სამსახური;
    ბ) ფსიქიკური ჯანმრთელობის მობილური გუნდი;
    გ) ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისული ინტერვენციის სამსახური;
    დ) სათემო ფსიქიატრიული სარეაბილიტაციო დღის ცენტრი;
    ე) ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულება.
3. ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურებებია (სერვისებია) აგრეთვე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა მხარდამჭერი სხვა სერვისები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ კანონით დადგენილ პრინციპებს.