FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  1601

მომსახურების გაწევა.
1. მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. მომსახურების გაწევად ასევე განიხილება:
    ა) არამატერიალური ქონების გადაცემა;
    ბ) ქმედებისგან თავის შეკავების ან განსაზღვრული ქმედების/სიტუაციის დაშვების ვალდებულება;
    გ) მომსახურების გაწევა სახელმწიფო ხელისუფლების/მუნიციპალიტეტის ორგანოს გადაწყვეტილების ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
2. ანაზღაურების სანაცვლოდ, მომსახურების გაწევად ასევე განიხილება:
    ა) დასაბეგრი პირის მიერ მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით;
    ბ) დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებული საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტი მისი საქმიანობის მიზნისთვის, თუ იგი დღგ-ის ჩათვლას სრულად ვერ მიიღებდა, ამ მომსახურების სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  1601

მომსახურების გაწევა. .
    გ) საწარმოს ან ამხანაგობის მიერ, შესაბამისად, პარტნიორისთვის ან ამხანაგობის წევრისთვის წილის სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
3. პირი, რომელიც თავისი სახელით, მაგრამ სხვა პირის დავალებით მონაწილეობს მომსახურების გაწევაში, განიხილება ამ მომსახურების მიმღებად და მომსახურების გამწევად.
4. მომსახურების გაწევად არ განიხილება:
    ა) ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციები;
    ბ) ფულზე, აგრეთვე კრიპტოგრაფიულ ვალუტაზე (კრიპტოაქტივზე), საკუთრების უფლების გადაცემა.
5. ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დებულებები, ამავე ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში, ვრცელდება მომსახურების მიწოდებაზეც.