Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
პროფესიული განათლების შესახებ article 8 პროფესიის სტანდარტი, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი და მოდული. 1. პროფესიის სტანდარტი/პროფესიის სტანდარტები არის პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის/პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შექმნის საფუძველი. 2. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი არის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის საფუძველი. 21. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება დაეფუძნოს პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს ან შემუშავდეს აღნიშნული უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. 3. პროფესიის სტანდარტის/პროფესიის სტანდარტების შემუშავებისა და დამტკიცების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 4. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესს განსაზღვრავს სამინისტრო. |
პროფესიული განათლების შესახებ article 8 7. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის შესაბამისად პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შეცვლის შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლილ პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტთან შესაბამისობა. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, შეცვლილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის პარალელურად, ამ პროგრამის შეცვლამდე არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის მხოლოდ აღნიშნული პროგრამის შეცვლამდე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის განხორციელების შესახებ. |
პროფესიული განათლების შესახებ article 8 5. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის შესაბამისად პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის გაუქმების ან პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტიდან ერთ-ერთი კვალიფიკაციის ამოღების შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს ამ პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი არ არის, მიიღოს ახალი პროფესიული სტუდენტები. |