Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
წყლის რესურსების მართვის შესახებ article 24 მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავება. 1. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის შემუშავებასა და მის საჯარო განხილვას ორგანიზებას უწევს სამინისტრო. 2. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმით გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) მდინარის აუზის/სააუზო უბნის ინტეგრირებული მართვის სააუზო ტერიტორიული ერთეულის მახასიათებლების ანალიზი (მათ შორის, მახასიათებლების შესწავლის შედეგებზე დაფუძნებული აღწერა, რომელიც ზედაპირული წყლებისთვის მოიცავს წყლის ობიექტების საზღვრებს, ზედაპირული წყლების ტიპოლოგიას, სარეფერენციო პირობებს, ხოლო მიწისქვეშა წყლისთვის − მიწისქვეშა წყლის მდებარეობასა და საზღვრებს); ბ) ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის ობიექტების სტატუსზე მნიშვნელოვანი ანთროპოგენური ზეწოლისა და ზემოქმედების აღწერა (მათ შორის, წერტილოვანი წყაროებიდან დაბინძურების შეფასება, დიფუზური წყაროებიდან დაბინძურების შეფასება − მიწათსარგებლობის სქემის მოკლე აღწერის ჩათვლით), წყლის რაოდენობრივ სტატუსზე ზეწოლის შეფასება − წყალაღების შეფასების ჩათვლით, ადამიანის საქმიანობის სხვა ზემოქმედების ანალიზი წყლის სტატუსზე; გ) წყლის უარყოფითი ზემოქმედების რისკის ზონების ჩამონათვალი და რისკის მართვის პროგრამა; დ)დაცული ზონების საზღვრების ამსახველი რუკა; |
წყლის რესურსების მართვის შესახებ article 24 ე) ეკოლოგიური სტატუსის დადგენის მიზნით შემუშავებული მონიტორინგის ქსელის რუკა, რომელიც ასევე უნდა ასახავდეს იმ მონიტორინგის პროგრამების შედეგებს, რომელთა მიხედვითაც მოხდა სტატუსის დადგენა; ვ) ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის ობიექტებისთვის, ასევე დაცულ ზონებზე არსებული წყლის ობიექტებისთვის დადგენილი გარემოსდაცვითი მიზნების ჩამონათვალი, იმ ინფორმაციის ჩათვლით, რომელიც მოიცავს გარემოსდაცვითი მიზნების დადგენის გამონაკლისების დაშვების შემთხვევებს და მასთან დაკავშირებულ შესაბამის ინფორმაციას; ზ) წყალსარგებლობის ეკონომიკური ანალიზის მოკლე მიმოხილვა (მათ შორის, წყალმოხმარებასთან დაკავშირებული ყველაზე ხარჯეფექტიანი იმ ღონისძიებების იდენტიფიცირება, რომლებიც ღონისძიებათა პროგრამაში უნდა შევიდეს და სხვა); თ) გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევის მიზნით დადგენილ ღონისძიებათა პროგრამის მიმოხილვა; ი) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში შემუშავებული იმ სხვა პროგრამებისა და მართვის გეგმების ჩამონათვალი და მოკლე აღწერა, რომელთაც გავლენა აქვთ ან შესაძლოა გავლენა ჰქონდეთ სააუზო ტერიტორიულ ერთეულში არსებულ წყლის ობიექტზე; |
წყლის რესურსების მართვის შესახებ article 24 კ) ინფორმაცია მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავების ეტაპზე ჩატარებული საჯარო განხილვებისა და კონსულტაციების თაობაზე და მათი შედეგების გეგმაში ასახვის შესახებ; ლ) ინფორმაცია მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის ორგანოსა და მისი ადგილობრივი წარმომადგენლობის თაობაზე, აგრეთვე ინფორმაცია საკონტაქტო პირის შესახებ და საბაზისო დოკუმენტებისა და ამ დოკუმენტების გამოთხოვის პროცედურა. 3. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის განხორციელების მოქმედებათა/ღონისძიებათა პროგრამა, რომლითაც უნდა განისაზღვროს გეგმის განხორციელების ორგანიზაციული, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური ასპექტები. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის ცალკეული ელემენტის შემუშავების მეთოდოლოგიები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. |