Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ article 9 ქარსაფარი ზოლის საკუთრება. 1. ქარსაფარი ზოლი შეიძლება იყოს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში. ეს უფლება განუყოფელია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისგან. 2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი მისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების, ქარსაფარი ზოლის საზღვრების რეგისტრაციისა და ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის შემთხვევაში, ძირითადი (გაუსხვისებელი) ქონების სახით საკუთრებაში გადაეცემა აღნიშნულ მუნიციპალიტეტს. 3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლი მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |