FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  54

კრედიტორთა რეესტრის დამტკიცება.
1. მმართველი/ზედამხედველი ამ კანონის 52-ე და 53-ე მუხლების შესაბამისად შედგენილ კრედიტორთა რეესტრს ელექტრონულ სისტემაში აქვეყნებს. კრედიტორს ან მოვალეს უფლება აქვს, მმართველის/ზედამხედველის მიერ შედგენილი კრედიტორთა რეესტრი მისი გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. სასამართლო სარჩელს ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით, დაჩქარებულად განიხილავს.
2. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს განჩინების ფორმით. ამ განჩინების შესაბამისად მმართველს/ზედამხედველს კრედიტორთა რეესტრში ცვლილება შეაქვს და აქვეყნებს მას ამ კანონით დადგენილი წესით.
3. კრედიტორთა რეესტრის დამტკიცება არ გამორიცხავს მმართველის/ზედამხედველის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით მასში ცვლილების შეტანას. ეს ცვლილება უნდა აისახოს კრედიტორთა რეესტრში და გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით.