Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეწარმეთა შესახებ article 242 საერთო კრების მოწვევის ვადა და დღის წესრიგი. 1. საერთო კრება მოიწვევა მისი ჩატარების დღემდე სულ ცოტა 1 თვით ადრე, წესდებით დადგენილი წესით ან შესაბამისი ინფორმაციის მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებით. 2. საერთო კრების დღის წესრიგი უნდა გამოცხადდეს მისი მოწვევისას მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონულ პორტალზე. საერთო კრების დღის წესრიგის შესახებ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს ნებისმიერი სხვა ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომლითაც მოიწვევა საერთო კრება. 3. იმ საკითხზე, რომელიც საერთო კრების გამოცხადებულ დღის წესრიგში შეტანილი არ არის, გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია. გამონაკლისია საერთო კრების წარმართვისა და პარტნიორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებები. 4. საერთო კრებამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება მორიგი საერთო კრების ჩატარების დღის/თარიღის, ადგილისა და სავარაუდო დღის წესრიგის შესახებ. |