FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  4

მნიშვნელოვანი სისტემა.
1. ამ კანონის მიზნებისთვის საზოგადოების ნდობის, საგადახდო სისტემის, ფინანსური სისტემის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ან/და საგადახდო სისტემის სოციალური ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით საგადახდო სისტემას მიანიჭოს სისტემურად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის ან გამორჩეულად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის სტატუსი, აგრეთვე განსაზღვროს სისტემურად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემისა და გამორჩეულად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის კრიტერიუმები და ამ სისტემის ან/და მისი ოპერატორის მიმართ, მათ შორის, კაპიტალისა და აქტივების მიმართ, დაადგინოს მოთხოვნები.
2. ცენტრალური დეპოზიტარის და ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების სისტემა წარმოადგენს სისტემურად მნიშვნელოვან სისტემას. ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია დაიცვას სისტემურად მნიშვნელოვანი სისტემის მიმართ დადგენილი მოთხოვნები.