Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პოლიციის შესახებ article 36 პოლიციაში სამსახურის გავლის წესი. 1. პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით. 2. პოლიციელს ეკრძალება გაფიცვა, აგრეთვე შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობა. 3. პოლიციელს ეკრძალება პოლიტიკური გაერთიანების წევრობა. 4. პოლიციელს უფლება არა აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში, ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პოლიციაში სამსახურის გავლის წესი მოიცავს პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის სამსახურში მიღების/თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, სპეციალური კონკურსის ჩატარების, პოლიციელისთვის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურისთვის წოდების მინიჭების, მისი წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების, პოლიციელის ასაკობრივი შეზღუდვის, პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის შესახებ ნორმებს და სამსახურის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. |