Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
თავდაცვის კოდექსი article 50 მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი. 1. საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის, სწავლების, საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნების ან სხვა განსაკუთრებული ვითარების დროს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თავდაცვის ძალებში ან მათ რომელიმე ქვედანაყოფში შეიძლება განსაზღვრული ვადით გამოცხადდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი (ყაზარმული მდგომარეობა), რომელიც გულისხმობს ამ ქვედანაყოფის მოსამსახურეების მუდმივად განთავსებას აღნიშნული ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე. ამ პერიოდში ქვედანაყოფის მოსამსახურეს ეკრძალება ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილის დატოვება. 2. ქვედანაყოფის მოსამსახურის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე ყოფნის დროს მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია: ა) არ დაკმაყოფილდეს ქვედანაყოფის მოსამსახურის პატაკი/განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; ბ) ქვედანაყოფის მოსამსახურეს აეკრძალოს დროებით დათხოვნა ან შვებულებაში გასვლა, გარდა მძიმე ოჯახური მდგომარეობისა ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობისა; გ) შეწყდეს/შეჩერდეს ქვედანაყოფის მოსამსახურის შვებულებაში (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებებისა) გასვლა. |
თავდაცვის კოდექსი article 50 3. საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს: ა) მინისტრის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე იკრძალება სამხედრო მოსამსახურის (მათ შორის, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირის) სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება; ბ) წყდება/ჩერდება ყველა სახის შვებულებაში (გარდა ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შვებულებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებებისა) გასვლა; გ) სამსახურში არმყოფი სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია სასწრაფოდ დაბრუნდეს სამსახურის გავლის ადგილზე; დ) საჭიროების შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება 10 კალენდარულ დღემდე ვადით. სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოყენებული შვებულების დღეები არ აკლდება ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა შვებულების ვადას; ე) შვებულებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია გონივრულ ვადაში დაბრუნდეს თავისი დისლოკაციის ადგილზე. თუ ეს შეუძლებელია, იგი სამინისტროს უახლოეს სტრუქტურულ ქვედანაყოფში უნდა გამოცხადდეს. სამხედრო მოსამსახურის გამოცხადების შესახებ ამ ქვედანაყოფმა მის უშუალო მეთაურს უნდა შეატყობინოს. |