FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

article  79

ტერმინთა განმარტება. ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) გაზომვის ერთეული – ფიზიკური სიდიდის სპეციფიკური მნიშვნელობა, რომელიც მიღებულია მეტრული კონვენციის შესაბამისად და რომლითაც ერთგვაროვანი სხვა ერთეულების სიდიდეები შეედარება ერთმანეთს ამ სპეციფიკური სიდიდის მიმართ მათი მნიშვნელობის დამოკიდებულების გამოსახატავად;
    ბ) გაზომვის საშუალება – ტექნიკური საშუალება, რომელიც გამოიყენება გაზომვისათვის და რომელსაც აქვს ნორმირებული მეტროლოგიური მახასიათებლები;
    გ) დაკანონებული გაზომვის საშუალება – გაზომვის საშუალება, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო შესაბამისობის შეფასებას ან მეტროლოგიურ კონტროლს;
    დ) გაზომვის საშუალების ტიპი – დოკუმენტაციის შესაბამისი კონკრეტული კონსტრუქციის გაზომვის საშუალების დასრულებული/სრულფასოვანი მოდელი;
    ე) გაზომვის ერთეულის ეტალონი – გაზომვის საშუალება, რომელიც განკუთვნილია ფიზიკური სიდიდის ერთეულის ზომის აღწარმოებისათვის, შენახვისა და გადაცემისათვის;
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

article  79

ვ) დაკალიბრება – განსაზღვრულ პირობებში შესრულებული პროცედურა, რომელიც პირველ ეტაპზე ადგენს დამოკიდებულებას გაზომვის ეტალონებით/სტანდარტები თ უზრუნველყოფილ სიდიდეთა მნიშვნელობებსა (გაზომვის განუსაზღვრელობებით) და შესაბამის ჩვენებებს შორის (მათთან დაკავშირებული გაზომვის განუსაზღვრელობებით) და მეორე ეტაპზე იყენებს ამ ინფორმაციას დამოკიდებულების დადგენის საშუალებით ჩვენებ იდან გაზომვის შედეგის მისაღებად. შენიშვნა: დაკალიბრება ნებაყოფლობითია და დაკალიბრების ხარჯები ეკისრება შემკვეთს. დაკალიბრებული ხელსაწყოთი ჩატარებული გაზომვები არ გამოიყენება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დასაკისრებლად;
    ზ) გაზომვის საშუალების მიკვლევადობა – კონკრეტული გაზომვის საშუალების შესახებ ინფორმაცია, რომლითაც დგინდება ამ გაზომვის საშუალების კავშირი შესაბამის გაზომვის ერთეულის ეტალონ თან შედარებების/დაკალიბრების უწყვეტი ჯაჭვის მეშვეობით, რომელთაგან თითოეულს აქვს ცნობილი განუსაზღვრელობა;
    თ) დაკანონებული გაზომვის საშუალების გამოსაყენებლად დაშვება – საქართველოს ბაზარზე გაზომვის საშუალების პირველადი განთავსება, მათ შორის, იმპორტი, გაზომვის საშუალების გავრცელების ან გამოყენების მიზნით;
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

article  79

ი) პირველადი დამოწმება – დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმება, რომელიც მანამდე არ ყოფილა დამოწმებული, მისი ექსპლუატაციაში პირველად გაშვებამდე, ასევე შეკეთებული გაზომვის საშუალების დამოწმება შეკეთების შემდეგ ექსპლუატაციაში გაშვებამდე;
    კ) დამოწმება – პროცედურა, რომელიც მოიცავს გაზომვის საშუალების გარეგან დათვალიერებას, დამოწმების ნიშნის დატანას ან/და დამოწმების მოწმობის გაცემას, რომელიც ადასტურებს, რომ გაზომვის საშუალება შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.