FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  204

საქონლის ცდის, ანალიზის ან ტესტირების ჩატარების მიზნით შემოტანა.
1. ამ მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება იმ საქონლის შემოტანა, რომელიც ექვემდებარება გამოცდას, ანალიზს ან ტესტირებას მისი შემადგენლობის, ხარისხის ან სხვა ტექნიკური მახასიათებლების დასადგენად, თუ აღნიშნული ოპერაცია ინფორმაციის მიღების ან სამრეწველო ან სავაჭრო კვლევის მიზნით ხორციელდება.
2. ამ მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება ცდისადმი, ანალიზისადმი ან ტესტირებისადმი დაქვემდებარებული საქონლის შემოტანა, თუ იგი ცდის, ანალიზის ან ტესტირების პროცესში სრულად იქნება გამოყენებული ან განადგურებული.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება იმ საქონელზე, რომლის ცდის, ანალიზის ან ტესტირების პროცესი მოიცავს ამ საქონლის გაყიდვის ხელშეწყობის ოპერაციებს.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება საქონლის იმ ოდენობაზე, რომელიც მისი შემოტანის მიზნისთვისაა საჭირო.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ საქონელზე, რომელიც ცდის, ანალიზის ან ტესტირების პროცესში სრულად არ გამოიყენება ან არ ნადგურდება, თუ ცდის, ანალიზის ან ტესტირების დასრულების შემდეგ დარჩენილი პროდუქტი:
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  204

ა) სრულად განადგურდება ან დაკარგავს კომერციულ ღირებულებას ცდის, ანალიზის ან ტესტირების დასრულების შემდეგ;
    ბ) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცემა;
    გ) განსაკუთრებული გარემოების გამო საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გაიტანება.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილის მიზნისთვის „დარჩენილი პროდუქტი“ არის ცდის, ანალიზის ან ტესტირების შედეგად მიღებული პროდუქტი ან საქონელი, რომელიც ფაქტობრივად არ იქნა გამოყენებული ცდის, ანალიზის ან ტესტირების პროცესში.
7. თუ ამ მუხლის მე-5 ნაწილით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ცდის, ანალიზის ან ტესტირების დასრულების შემდეგ დარჩენილი პროდუქტი ექვემდებარება იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით დაბეგვრას, რომელიც მოქმედებს ცდის, ანალიზის ან ტესტირების დასრულების მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. დაინტერესებულ მხარეს შეუძლია ცდის, ანალიზის ან ტესტირების დასრულების შემდეგ დარჩენილი პროდუქტი ნარჩენად ან/და ჯართად აქციოს. ამ შემთხვევაში დაბეგვრა მოხდება იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით, რომელიც მოქმედებს მისი ნარჩენად ან/და ჯართად ქცევის მომენტში.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  204

8. კომპეტენტური ორგანო განსაზღვრავს ვადას, რომლის ფარგლებშიც უნდა ჩატარდეს ცდა, ანალიზი ან ტესტირება, აგრეთვე ადმინისტრაციულ ფორმალობებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს საქონლის წინასწარ განსაზღვრული მიზნით გამოყენების უზრუნველსაყოფად.