Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ვაზისა და ღვინის შესახებ article 17 დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის კატეგორიის ცვლილება. 1. დასაშვებია, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო გადახარისხდეს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინოდ, თუ იგი აკმაყოფილებს ახალი კატეგორიის ღვინისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს. 2. დასაშვებია, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელი გადახარისხდეს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიან სასმელად, თუ იგი აკმაყოფილებს ახალი კატეგორიის სპირტიანი სასმელისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს. 3. დასაშვებია, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიან სასმელს, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინოს ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიან სასმელს მოეხსნას შესაბამისი კატეგორია. 4. ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული კატეგორიის ცვლილება დასაშვებია მეწარმის ინიციატივით ან/და სახელმწიფო კონტროლის საფუძველზე, სააგენტოს გადაწყვეტილებით. |