Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 144 შიდა გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის იდენტიფიკაცია. 1. შიდა გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის იდენტიფიკაციისთვის გამოიყენება შემდეგი საშუალებები: ა) საქონლის შტამპით ან ციფრული ან სხვაგვარი მარკირებით მონიშვნა; ბ) საქონლის დაწვრილებითი აღწერა, ფოტოგადაღება ან მასშტაბურად გამოსახვა; გ) საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის გამოკვლევა ან ანალიზი მისი შედეგების შემდგომ შედარების მიზნით; დ) საქონელზე მწარმოებლის მიერ გამოსახული სერიული ნომრების ან სხვაგვარი მარკირება; ე) დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების ოპერაციების განხორციელება; ვ) იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ითვალისწინებს. 2. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია აირჩიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, მისთვის მისაღები ერთი ან რამდენიმე საშუალება. 3. შიდა გადამუშავების პროცედურის ავტორიზაციის მფლობელის მოთხოვნითა და საბაჟო ორგანოს თანხმობით საქონლის იდენტიფიკაცია შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს საქონლის გადამუშავების ოპერაციაში გამოყენებული ნედლეულის, მასალებისა და მაკომპლექტებელი ნაწილების, აგრეთვე გადამუშავებული პროდუქტის წარმოების ტექნოლოგიის შესახებ წარდგენილი დეტალური მონაცემების გამოკვლევით. |