Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ article 71 მინდობით აღმზრდელი. მინდობით აღმზრდელი შეიძლება იყოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები, სრულწლოვანი პირი, გარდა: ა) იმ პირისა, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო; ბ) იმ პირისა, რომელსაც შეზღუდული, შეჩერებული ან ჩამორთმეული აქვს მშობლის ან მეურვის/მზრუნველის უფლებები კანონით განსაზღვრულ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო; გ) იმ პირისა, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის (მინისტრის მიერ დამტკიცებული დაავადებათა ნუსხის მიხედვით) გამო არ შეუძლია ბავშვის აღზრდა; დ) იმ პირისა, რომელსაც ან რომლის ოჯახის წევრსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) მინდობით აღსაზრდელის მშობლისა და მეურვისა/მზრუნველისა, რომლებსაც მისი რჩენის ვალდებულება აკისრიათ; ვ) იმ პირისა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობითა და სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო ჩამოერთვა მინდობით აღსაზრდელი; ზ) იმ პირისა, რომლის ოჯახის სოციალური სტატუსი შეფასებულია დადგენილი წესით და მისი სარეიტინგო ქულა დარეგისტრირების მომენტისთვის ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე; |
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ article 71 თ) იმ პირისა, რომელსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIV თავით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისა, როდესაც პირი არ შეიძლება იყოს მინდობით აღმზრდელი, მიუხედავად იმისა, მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა; ი) იმ პირისა, რომელიც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 112-ე მუხლებით, 126-ე მუხლის 1-2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, მიუხედავად იმისა, მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა. |