Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საჯარო შესყიდვების შესახებ article 36 საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტები და აგრეგირებული საჯარო შესყიდვები. 1. საჯარო შესყიდვის პროცედურების განხორციელებისას შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოიყენოს საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტები და განახორციელოს აგრეგირებული საჯარო შესყიდვები. 2. საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტებია: ა) ჩარჩოშეთანხმება; ბ) დინამიკური შესყიდვის სისტემა; გ) ელექტრონული რევერსიული აუქციონი; დ) ელექტრონული კატალოგი. 3. აგრეგირებული საჯარო შესყიდვებია: ა) ცენტრალიზებული შესყიდვა; ბ) ერთობლივი შესყიდვა. 4. საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტების გამოყენებისა და აგრეგირებული საჯარო შესყიდვების განხორციელების დეტალური წესი, ამ კანონისა და ევროკავშირის შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. |