Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
გარემოს დაცვის შესახებ article 13 სამინისტროს კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში. სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა, გაზისა და ბუნებრივი წყალბადისა) სარგებლობის სახელმწიფო მართვა; გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა, გაზისა და ბუნებრივი წყალბადისა) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; გ-1) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში სახელმწიფო მართვისა და კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობა; დ) გარემოს დაბინძურების მონიტორინგის ორგანიზება; ე) საქართველოს ტერიტორიაზე, მდინარეთა აუზებსა და წყალსატევებში, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული და მოსალოდნელი ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოდინამიკური პროცესების, გეოეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების და გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება; ვ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირება; ზ) გარემოში რადიაციული ფონის მონიტორინგი; თ) დაცული ტერიტორიების სისტემის დაფუძნების, ფუნქციონირებისა და მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, მოქმედებათა კოორდინირება და კონტროლი; ი) ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგი; |
გარემოს დაცვის შესახებ article 13 კ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება; ლ) გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მ) გარემოსდაცვითი განათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა; ნ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადება; ო) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის მომზადება; ო-1) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემა; პ) გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ჟ) (ამოღებულია - 01.06.2017, №891); რ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემა; რ-1) „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემა; რ-2) ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემა; რ-3) ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტზე წინასწარ დასაბუთებული თანხმობის გაცემა; |
გარემოს დაცვის შესახებ article 13 ს) საქართველოს ტერიტორიაზე „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების მონიტორინგი; ტ) კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებების ორგანიზება; უ) ნარჩენების მართვის ორგანიზება; ფ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება. |