Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 35 საავტორო უფლების გადაცემის საფუძვლები. 1. საავტორო უფლება გადაიცემა კანონით ან ანდერძით მემკვიდრეობის წესით ანდა ხელშეკრულებით. 2. კანონით მემკვიდრეებზე საავტორო უფლების მოქმედების ვადის ფარგლებში გადადის ამ კანონის მე-18 მუხლში აღნიშნული ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლებები, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. ავტორობის, სახელისა და ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლებები მემკვიდრეობით არ გადადის. მემკვიდრეებს უფლება აქვთ განახორციელონ აღნიშნულ პირად უფლებათა დაცვა. მათი ეს უფლებამოსილება ვადით არ იზღუდება. 4. თუ ავტორის მიერ მის სიცოცხლეში სხვა რამ არ იყო განსაზღვრული, მისი პირადი უფლებებიდან მემკვიდრეობით გადადის უფლება, ნება დართოს სხვა პირებს, დაურთონ ნაწარმოებს სხვა ავტორთა ნაწარმოებები (ილუსტრაცია, წინასიტყვაობა, ბოლოსიტყვაობა, კომენტარი, განმარტება და სხვა). აღნიშნული უფლება მემკვიდრეებზე გადადის საავტორო უფლების მოქმედების ვადით. 5. ავტორს უფლება აქვს მიუთითოს პირი, რომელსაც ის ნიშნავს ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული უფლებების დამცველად. ეს პირი თავის მოვალეობას ასრულებს ავტორის გარდაცვალებამდე. 6. თუ მემკვიდრეები არ არსებობენ ან არაჯეროვნად ახორციელებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ უფლებებს, ამ უფლებების დაცვას აწარმოებს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“. |