Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ article 21 ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. 1. სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელების მიზანია პაციენტის სოციალური და შრომითი კონტაქტების შენარჩუნება და იმ უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომლებიც განსაზღვრავს საზოგადოებაში მისი დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობას. 2. ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მიზნით გამოიყენება მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ნებადართული სამკურნალო-დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო მეთოდები. 3. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია ნებაყოფლობითია და ტარდება შესაბამისად ლიცენზირებულ დაწესებულებაში. 4. პაციენტს უფლება აქვს საკუთარი სურვილით ნებისმიერ დროს შეწყვიტოს სარეაბილიტაციო ღონისძიებებში მონაწილეობა. 5. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესში პაციენტისათვის არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში ექიმი-ფსიქიატრი მოქმედებს ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3123 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. |