Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 43 გაეროს სანქციების კომიტეტისთვის ან/და სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის წარდგენა. 1. სამთავრობო კომისია უფლებამოსილია შესაბამისი პირისთვის შეუტყობინებლად გაეროს სანქციების კომიტეტს ან/და სხვა იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოს წარუდგინოს მიმართვა ამ პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, თუ არსებობს გონივრული საფუძველი, რომლის მიხედვით, პირი აკმაყოფილებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით განსაზღვრულ სათანადო პირობებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიმართვა გაეროს სანქციების კომიტეტს უნდა წარედგინოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესითა და მიმართვის სტანდარტული ფორმის გამოყენებით. მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს და პირის იდენტიფიკაციისთვის საკმარის ინფორმაციას უნდა შეიცავდეს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიმართვა სხვა იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოს სამთავრობო კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად უნდა წარედგინოს. მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს და პირის იდენტიფიკაციისთვის საკმარის ინფორმაციას უნდა შეიცავდეს. 4. სამთავრობო კომისია ვალდებულია სათანადო პერიოდულობით, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ, ან დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე შეისწავლოს, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გონივრული საფუძველი. |
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 43 5. სამთავრობო კომისია ვალდებულია გაეროს სანქციების კომიტეტს ან/და სხვა იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოს წარუდგინოს მიმართვა შესაბამისი პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიიდან ამოღების თაობაზე, თუ დადგინდა, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გონივრული საფუძველი აღარ არსებობს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამთავრობო კომისია ვალდებულია განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები შესაბამისი პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიიდან ამოღების თაობაზე მიმართვის გაეროს სანქციების კომიტეტისთვის ან/და სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოსთვის დაუყოვნებლივ წარსადგენად. 7. სამთავრობო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს დაინტერესებული პირისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მოქმედი იმ მექანიზმის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით განიხილავს შესაბამისი პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიიდან ამოღებასთან დაკავშირებულ განცხადებებს. |