Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ article 10 ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა. 1. სამინისტრო ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციისა და სპეციალური მოკვლევის შედეგების გათვალისწინებით შეიმუშავებს და ამტკიცებს ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმას, რომელიც მოიცავს მერქნიანი მცენარეების (ხეების) აღდგენის/გაშენების ღონისძიებათა სახეებსა და მეთოდებს. 2. მერქნიანი მცენარეების (ხეების) სახეობების შერჩევის სამუშაოები ტარდება ბიომრავალფეროვნების დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით. მერქნიანი მცენარეების (ხეების) სახეობები შეირჩევა უპირატესად იმ ადგილობრივი სახეობებისგან, მათ შორის, თაფლოვანი მცენარეებისგან, რომლებიც დამახასიათებელია შესაბამისი გარემო პირობებისთვის და გამოიყენება ქარსაფარი ზოლის გასაშენებლად. 3. ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი კატეგორიის მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი სიძლიერის გაბატონებული ქარების მიმართ მდგრადი მერქნიანი მცენარეების (ხეების) სახეობები და გაშენების მეთოდები. |