Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 14
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 4 სააგენტოს ფუნქციები და მიზანი. 1. სააგენტოს ფუნქციებია თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) იარაღის რეგისტრაცია, იარაღის ხელახალი რეგისტრაცია და იარაღის ჩამოწერა; ბ) იარაღის ძირითადი ელემენტებისა და იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტების რეგისტრაცია და ხელახალი რეგისტრაცია; გ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა, იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა, იარაღის ბალისტიკური შემოწმება და იარაღის რეესტრის წარმოება; დ) ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემა; ე) ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა; ე-1) ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა; ვ) იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება, იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა; |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 4 ზ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ-1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირების საკუთრებაში არსებული იარაღისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისთვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა; თ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ-1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა; ი) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ-1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, აგრეთვე ამ პირის კუთვნილი სასიგნალო იარაღის რეგისტრაცია; ი-2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სასიგნალო იარაღის რეგისტრაცია; |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 4 კ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ან სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაცია, რომლიდან სროლაც დასაშვებია დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის შესაბამისად; |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 4 კ-1) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) კუთვნილი სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაცია; ლ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაცია; მ) ფიზიკურ პირზე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ტარების უფლებით რეგისტრაცია; ნ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 4 ო) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; ო-1) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; ო-2) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; პ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 15-5 პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვების გაცემა; ჟ) დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა; რ) საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა; რ-1) საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა; ს) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა; |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 4 ს-1) სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა; ტ) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობისა და იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემა; ტ-1) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სამოქალაქო თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან/და გაზის (აირის) იარაღის, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისთვის ნებართვის მაძიებლის მიერ იარაღის ბრუნვის წესების ცოდნის შემოწმების მიზნით გამოცდის ჩატარება; უ) დეკლარანტის თხოვნით, საბაჟო პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება ან/და საბაჟო პროცედურის ან რეექსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − შემოსავლების სამსახურისთვის (შემდგომ − შემოსავლების სამსახური) მიწოდება; |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 4 ფ) სატრანსპორტო საშუალებათა, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური საშუალებების რეგისტრაცია და აღრიცხვიდან მოხსნა, რეგისტრაციის მოწმობის, რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის/ნიშნების), ტექნიკური ტალონის, სხვა სახის სარეგისტრაციო ნიშნის (ტრანზიტული ნომერი, შიდა ტრანზიტი, „TEST“ ნომერი, აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი, დროებითი მოწმობა და ა. შ.) დამზადება/გაცემა; ქ) სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ან მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება; ღ) სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება, საექსპერტო შემოწმების შედეგად შესაბამისი აქტის შედგენა; ყ) სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება, დათვალიერების აქტის შედგენა; შ) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა, საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება/გაცემა, სააღრიცხვო ნომრის მინიჭება; ჩ) უფლების გადაცემის ბარათის გაცემა; |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 4 ც) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრა; ძ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღის, სატრანსპორტო საშუალებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრა; წ) სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია, მასში ცვლილების რეგისტრაცია ან/და გირავნობის რეგისტრაციის გაუქმება, აგრეთვე გირავნობის მოწმობის გაცემა, ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია; წ-1) ლიზინგის რეგისტრაცია, მასში ცვლილების რეგისტრაცია ან/და ლიზინგის რეგისტრაციის გაუქმება; წ-2) ლიზინგის მოწმობის გაცემა; ჭ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია/აღრიცხვა, მასში ცვლილების რეგისტრაცია/აღრიცხვა ან/და აღნიშნული რეგისტრაციის/აღრიცხვის გაუქმება; |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 4 ხ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება, შეჩერება ან შეწყვეტა (გაუქმება), შეჩერებული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა; ჯ) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის დამზადება/გაცემა; ჯ-1) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემა; ჰ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა; ჰ-1) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემა; ჰ-2) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა; ჰ-3) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა; ჰ-4) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესახებ ცნობის გაცემა; ჰ-5) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; ჰ-6) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია, აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტის უცხოურ ენაზე თარგმნა. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესს და დოკუმენტის ლეგალიზაციის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა; |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 4 ჰ-7) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან რეგისტრაციის მოწმობის გაცემა (შეცვლა ან დაკარგულის აღდგენა) სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტის სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენის (ატვირთვის) საფუძველზე; ჰ-8) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული ელექტრონული, ვიდეო-, აუდიო- ან/და მატერიალური სასწავლო (შემსწავლელი) ან საგანმანათლებლო ლიტერატურის (ან სხვა სახის გამოცემის) შექმნა, გავრცელება (მათ შორის, სპეციალურ ვებგვერდზე განთავსებით) ან/და რეალიზაცია; ჰ-9) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა; ჰ-10) ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მომსახურების და დაჩქარებული მომსახურების გაწევა და სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. სააგენტოს მიზანია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება, მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სფეროს კონტროლი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, მომსახურების გაუმჯობესება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის განვითარების ხელშეწყობა. |