FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

მეწარმეთა შესახებ

article  72

მიერთებისა და შეძენით გაყოფის განსაკუთრებული შემთხვევები.
1. თუ შემძენი სამეწარმეო საზოგადოება ფლობს მიერთებული სამეწარმეო საზოგადოების წილების სულ მცირე 90 პროცენტს, მაგრამ არ ფლობს მთელ წილებს, ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის 66-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით, 69-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებითა და 70-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები, თუკი პარტნიორებს აქვთ ამ კანონის 75-ე მუხლით დადგენილი წესით წილების გამოსყიდვის უფლება.
2. თუ შემძენი სამეწარმეო საზოგადოება ან მისი დავალებით მოქმედი მესამე პირი მიერთებული სამეწარმეო საზოგადოების მთელ წილებს ფლობს, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის 66-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით, 68-ე მუხლით, 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-4 პუნქტით და 70-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები.
3. თუ შემძენი სამეწარმეო საზოგადოებები გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების მთელ წილებს ფლობენ, გაყოფის შესახებ გადაწყვეტილების გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების საერთო კრების მიერ დამტკიცება საჭირო არ არის.
მეწარმეთა შესახებ

article  72

4. თუ გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორებს თითოეული ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოების წილები გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში მათი წილების პროპორციულად მიენიჭათ, ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“−„ე“ ქვეპუნქტებითა და მე-4 პუნქტით და 70-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები.
5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემძენი სამეწარმეო საზოგადოება გაყოფის/შერწყმის ძალაში შესვლამდე სულ ცოტა 30 დღით ადრე ატყობინებს სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორებს გაყოფის/შერწყმის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო საზოგადოების საერთო კრების მოწვევისთვის დადგენილი წესით. შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის 69-ე მუხლით დოკუმენტების გამოქვეყნებისა და ხელმისაწვდომობისთვის დადგენილი წესები.
მეწარმეთა შესახებ

article  72

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემძენი სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორს/პარტნიორთა ჯგუფს, რომლის წილი შეადგენს სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალის სულ მცირე 5 პროცენტს, ხოლო სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ან კომანდიტურ საზოგადოებაში − თითოეულ პარტნიორს უფლება აქვს, მოითხოვოს საერთო კრების მოწვევა შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში. ასეთ შემთხვევაში მიერთების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება. შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის 69-ე მუხლით დოკუმენტების გამოქვეყნებისა და ხელმისაწვდომობისთვის დადგენილი წესები.