Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სასაქონლო ნიშნების შესახებ article 9 განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე. 1. განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე წარედგინება „საქპატენტს“ განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის მიერ. 2. განაცხადი ივსება დადგენილი წესით, ქართულ ენაზე. 4. განაცხადი ეხება მხოლოდ ერთ სასაქონლო ნიშანს. 5. განაცხადი შეიცავს: ა) თხოვნას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ; ბ) განმცხადებლის სრულ სახელს (სახელწოდებას) და იურიდიულ მისამართს; გ) სასაქონლო ნიშნის გამოსახულებას; დ) იმ საქონლის ჩამონათვალს, რომლისთვისაც მოითხოვება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია. დასაშვებია საქონლის ჩამონათვალის უცხო ენაზე წარდგენა დანართის სახით, რომლის ქართულ ენაზე თარგმანიც „საქპატენტს“ წარედგინება განაცხადის შეტანის დღიდან ერთი თვის ვადაში; ე) წარმომადგენლის ვინაობას და მისამართს, თუ განაცხადი შეტანილია წარმომადგენლის მიერ; ვ) განმცხადებლის ან წარმომადგენლის ხელმოწერას განაცხადზე. 6. განაცხადის ექსპერტიზისათვის აუცილებელი სხვა მონაცემებისა და საბუთების ნუსხა, მისი წარდგენის ვადები და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. |