FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  5

ოპერატორად რეგისტრაციისგან გამონაკლისი და საგადახდო სისტემის დანერგვა.
1. ამ თავით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნები სისტემის ოპერატორზე არ ვრცელდება, თუ იგი არის:
    ა) საქართველოს ეროვნული ბანკი (საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემები);
    ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი;
    გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი ან მიკრობანკი;
    დ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და ეს სისტემა გამოიყენება მხოლოდ ამ პროვაიდერის მომხმარებელთათვის საგადახდო მომსახურების გასაწევად.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  5

2. საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, მათ შორის, კომერციული ბანკი, უფლებამოსილია დანერგოს საგადახდო სისტემა. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს საგადახდო სისტემის დანერგვამდე წინასწარ, არაუგვიანეს ამ სისტემის დანერგვაზე ვალდებულების აღებისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მიაწოდოს აღიშნული საგადახდო სისტემის აღწერა. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. საქართველოს ეროვნული ბანკი სისტემის დანერგვის უფლებამოსილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ შესაბამისი აღწერის, ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში. დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული ვადის დინება შეჩერდება დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენამდე.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  5

1. ოპერატორი, მათ შორის, პროვაიდერი, როგორც საგადახდო სისტემის ოპერატორი, ვალდებულია დაადგინოს მის საგადახდო სისტემაზე პროვაიდერების წვდომის, აგრეთვე საგადახდო სისტემაში მონაწილეობის წესები და პირობები. საგადახდო სისტემის მიმართ ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება საგადახდო სქემაზედაც (მათ შორის, უცხოურ სქემაზე), გარდა ისეთი საგადახდო სქემისა, რომლის ფარგლებში გამოშვებული საგადახდო ინსტრუმენტით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული გადახდის ოპერაციების თანხის ჯამური მოცულობა წლიურად არ აღემატება სხვა საგადახდო სქემის იმავე ტიპის საგადახდო ინსტრუმენტით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული გადახდის ოპერაციების თანხის ჯამური მოცულობის 3 პროცენტს.
2. საგადახდო სისტემაზე წვდომის, საგადახდო სისტემაში მონაწილეობის წესები და პირობები:
    ა) უნდა იყოს ობიექტური, პროპორციული და არადისკრიმინაციული;
    ბ) არ უნდა იწვევდეს საგადახდო სისტემაში მონაწილეობის/საგადახდო სისტემაზე წვდომის შეზღუდვას იმაზე მეტად, ვიდრე ეს საჭიროა საგადახდო სისტემის ფინანსური და საოპერაციო მდგრადობის ან კონკრეტული რისკებისგან (როგორებიცაა: ანგარიშსწორების რისკები, საოპერაციო რისკები, ბიზნესრისკები) დასაცავად.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  5

3. ოპერატორს არ აქვს უფლება, მის სისტემაზე წვდომისთვის პროვაიდერებს, მომხმარებლებს ან სხვა ოპერატორს დაუწესოს:
    ა) შეზღუდვები სხვა საგადახდო სისტემებში მონაწილეობასთან დაკავშირებით;
    ბ) მოთხოვნები, რომლებიც სისტემის ცალკეულ მონაწილეებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს;
    გ) შეზღუდვები მათი ინსტიტუციური სტატუსის ნიშნით და სხვა შეზღუდვები, რომლებიც მონაწილეს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.
4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები არ ვრცელდება შემდეგ საგადახდო სისტემებზე:
    ა) საგადახდო სისტემაზე, რომლის მონაწილე ყველა პროვაიდერი წარმოადგენს ერთი ჯგუფის წევრს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისტემაში სხვა პროვაიდერების მონაწილეობა საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურება;
    ბ) საგადახდო სისტემაზე, რომლის მართვისთვის პასუხისმგებელია საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, თუ იგი წარმოადგენს როგორც გადამხდელის, ისე მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერს.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  5

5. თუ საგადახდო სისტემის მონაწილე სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, რომელიც ამ სისტემის მონაწილე არ არის, შესაძლებლობას აძლევს, ამ სისტემის გავლით გადასცეს ტრანსფერორდერები, სისტემის ეს მონაწილე ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერს/პროვაიდერებს მისცეს იგივე შესაძლებლობა ობიექტურ, პროპორციულ და არადისკრიმინაციულ საფუძველზე. მოთხოვნაზე (მათ შორის, მოთხოვნის ნაწილზე) უარის თქმის შემთხვევაში სისტემის მონაწილე ვალდებულია შესაბამის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს აცნობოს უარის თქმის შესახებ, აგრეთვე წარუდგინოს საფუძვლიანი დასაბუთება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული უარის თქმის შემთხვევაში სისტემის მონაწილე ვალდებულია უარის თქმიდან არაუმეტეს 7 კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ბანკს მიაწოდოს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და საფუძვლიანი დასაბუთება.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  5

6. თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის საჯარო ფასიანი ქაღალდების ან/და აქტივების, ვალდებულებების, უფლებებისა და მოთხოვნების შემძენი არ აკმაყოფილებს საგადახდო სისტემაში მონაწილეობისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, გამონაკლისის სახით, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, იგი საგადახდო სისტემაში შეიძლება დაშვებულ იქნეს არაუმეტეს 24 თვისა.