Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პოლიციის შესახებ article 37 სამსახურში მიღების წესი. 1. პოლიციაში სამუშაოდ მიიღება 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და რომელსაც თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლია შეასრულოს პოლიციელის ფუნქციები. 2. პოლიციაში სამუშაოდ მისაღებ კანდიდატს შეარჩევენ სამინისტროს საკადრო დანაყოფი და სპეციალური კომისია, რომლებიც ამოწმებენ კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ფიზიკურ მომზადებას, განათლებასა და საქმიან თვისებებს. 3. პოლიციაში ცალკეულ თანამდებობებზე მისაღები კანდიდატი სამინისტროს აკადემიაში გადის სპეციალური მომზადების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამას ან კურსს პოლიციაში სამუშაოდ მიღებამდე ან მიღების შემდეგ. 31. სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირისა და სამინისტროს სისტემაში მისაღები კანდიდატის, სტაჟიორის, პრაქტიკანტის დაქტილოსკოპირება სავალდებულოა. დაქტილოსკოპიური მონაცემების აღებისა და შენახვის წესი დგინდება მინისტრის ბრძანებით. 4. პოლიციაში სამუშაოდ პირი, როგორც წესი, მიღებული უნდა იქნეს სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად. სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე პოლიციაში სამუშაოდ პირის მიღების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. |
პოლიციის შესახებ article 37 5. სამსახურში მიღების/დანიშვნის ან სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით. აღნიშნული წესით გამოცემული სამართლებრივი აქტი ჩაბარებულად ითვლება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში იმ პირის მისამართზე გაგზავნის მომენტიდან, რომელსაც უშუალოდ შეეხება სამსახურში მიღების/დანიშვნის ან სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის (მათ შორის, თანამდებობიდან გადაყენების) შესახებ სამართლებრივი აქტი. |