Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ელექტრონული კომერციის შესახებ article 1 კანონის რეგულირების სფერო და მიზანი. 1. ეს კანონი არეგულირებს ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. 2. ამ კანონის მიზნებისთვის ელექტრონული კომერცია გულისხმობს საინფორმაციო საზოგადოების მომსახურების მიწოდებას. 3. ამ კანონის მიზანია საინფორმაციო საზოგადოების მომსახურების თავისუფალი გადაადგილებით უზრუნველყოფით შიდა ბაზრის სათანადოდ ფუნქციონირების ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის პროცესში მომხმარებელთა უფლებების დაცვა, შუალედური მომსახურების მიმწოდებელთა უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრა და ზოგადი მონიტორინგის ვალდებულების დაწესებისგან მათი დაცვა. 4. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმეზე, აგრეთვე უცხო ქვეყნის სამეწარმეო საზოგადოების ფილიალზე. 5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) სასამართლოში მხარის ინტერესების დაცვასა და მის წარმომადგენლობაზე; ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებზე; გ) უძრავ ნივთზე უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე; დ) ისეთი უფლების რეგისტრაციაზე, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით სპეციალური ფორმაა დადგენილი; ე) სანოტარო საქმიანობაზე; |
ელექტრონული კომერციის შესახებ article 1 ვ) სათამაშო ბიზნესზე, მათ შორის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელსა (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელისა, თუ წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორზე არ არის გაცემული) და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელზე; ზ) ტელე- და რადიომაუწყებლობის სერვისებზე; თ) ხმოვანი სატელეფონო საშუალებებით (მათ შორის, ტელეგრაფით, ტელეფაქსითა და ტელექსით) გაწეულ მომსახურებებზე; ი) პირებს შორის ელექტრონული ფოსტით ან სხვა, მსგავსი, ინდივიდუალური საკომუნიკაციო საშუალებით ისეთი ინფორმაციის გაცვლაზე, რომელიც მათ კომერციულ საქმიანობას არ უკავშირდება; კ) საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროზე; ლ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავისი საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობაზე. 6. ამ კანონის (გარდა ამ კანონის მე-11−მე-14 მუხლებისა) მოქმედება არ ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას უკავშირდება და სპეციალური კანონმდებლობით რეგულირდება. |