Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი article 2131 დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების განზრახ უკანონო განკარგვა. 1. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების განზრახ უკანონო განკარგვა „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშის მწარმოებლის უფლებამოსილი პირის მიერ, ანგარიშის მფლობელის წინასწარი თანხმობის გარეშე, თუ არ არის ამ კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. |