FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

article  74

ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულება.
1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მინდობით აღმზრდელთან დებს ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულებას.
2. ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ნებისმიერი ვადით (გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდისა), მინდობით აღსაზრდელის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე. აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს მინდობით აღზრდის მიზნით განთავსებული პირის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში/სკოლაში, პროფესიულ ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დასრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 21 წლის ასაკის მიღწევისა. ბავშვის გადაუდებელი მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადით.
3. ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს:
    ა) მინდობით აღსაზრდელზე ზრუნვისა და მისი აღზრდის პირობებს;
    ბ) მინდობით აღმზრდელის უფლებებსა და მოვალეობებს;
    გ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებებსა და მოვალეობებს;
    დ) მინდობით აღსაზრდელის უფლებებსა და მოვალეობებს;
    ე) მხარეთა პასუხისმგებლობებს;
    ვ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს.
4. ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიტანება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.