Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი article 186 სარჩელის მიღებაზე უარის თქმა. 1. მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ: ა) სარჩელი არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას; ბ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ; ბ-1) არსებობს სანოტარო მედიაციის ფარგლებში სანოტარო წესით დადასტურებული მორიგების აქტი; ბ -2) არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ ან მორიგების პირობების დამტკიცების თაობაზე იმავე საქმესთან დაკავშირებით; ბ-3) მხარეთა შორის არსებობს მედიაციის თაობაზე შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, რომ არ მიმართონ სასამართლოს განსაზღვრული ვადის ან გარემოების დადგომამდე, − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსარჩელე ადასტურებს, რომ სასამართლო განხილვის გარეშე მას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება; გ) ამ ან სხვა სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; დ) ( ამოღებულია - 18.03.2015, №3220); დ -1) ( ამოღებულია - 19.02.2015, №3096); |
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი article 186 ე) საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის; ვ) (ამოღებულია - 20.03.2015, №3340); ზ) დაინტერესებული პირის სახელით სარჩელი შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე; თ) (ამოღებულია - 30.06.2023, №3447); ი) არსებობს ამ კოდექსის 363-50 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევა, გარდა იმავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. 11. თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილის (თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მოთხოვნათა დარღვევისა) ან/და მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების საფუძვლის არარსებობისას სარჩელს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, სასამართლო: ა) მიიღებს სარჩელს, თუ აღნიშნული დარღვევა არსებითი არ არის. დარღვევა არსებითი არ არის, თუ მისი გამოსწორება შესაძლებელია მოსარჩელისთვის ისეთი სასამართლო დავალების მიცემით, რომელიც ხელს არ უშლის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისთვის ჩაბარებას; |
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი article 186 ბ) გამოიტანს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებულ განჩინებას, თუ აღნიშნული დარღვევა არსებითია. დარღვევა არსებითია, თუ მისი გამოსწორება შეუძლებელია მოსარჩელისთვის ისეთი სასამართლო დავალების მიცემით, რომელიც ხელს არ უშლის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისთვის ჩაბარებას. 1-1 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო მოსარჩელეს მისცემს ყველა შესაბამისი დარღვევის გამოსწორების შესახებ სასამართლო დავალებას. აღნიშნული სასამართლო დავალება მოსარჩელეს ეცნობება სარჩელის მიღებასთან ერთად ან საქმის მომზადების ეტაპზე, ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ეს სასამართლო დავალება არ საჩივრდება. აღნიშნული დარღვევის გამოსწორების ვადა 10 დღეა. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. მოსარჩელის მიერ სასამართლო დავალების აღნიშნულ ვადაში სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. 2. ამ მ უხლის პირველი ნაწილის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით მოსამართლის მიერ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა ხელს არ უშლის პირს, განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა. |