FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

გარემოს დაცვის შესახებ

article  15

გარემოს დაცვის დაგეგმვა.
1. გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით იქმნება გარემოს დაცვის დაგეგმვის სისტემა.
2. გარემოს დაცვის დაგეგმვის სისტემა მოიცავს გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმას (მდგრადი განვითარების სტრატეგია), ხუთწლიან გეგმას (გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამა) და საქმიანობის ობიექტებისათვის შედგენილ გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმას. 2​-1. გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმაში (მდგრადი განვითარების სტრატეგია) უნდა აისახოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უნივერსალური დიზაინის დანერგვის პრინციპი და პერიოდულობა.
3. გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის საფუძველია ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგია, რომელსაც შეიმუშავებს სამინისტრო სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად; მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის პროექტის მომზადების ორგანიზებისათვის. აუცილებელია საზოგადოებრიობის მონაწილეობა მდგრადი განვითარების სტრატეგიის პროექტის შემუშავებაში.
4. მდგრადი განვითარების სტრატეგიის პროექტს განიხილავს და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
5.
    ა) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამა წარმოადგენს საქართველოს სოციალ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმის ნაწილს;
გარემოს დაცვის შესახებ

article  15

ბ) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამა მტკიცდება საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
6. გარემოს დაცვის მოქმედებათა პროგრამები დგება რეგიონალურ, ადგილობრივ და უწყებრივ დონეებზე.
7. მდგრადი განვითარების სტრატეგია წარმოადგენს მდგრადი განვითარების პრინციპების საფუძველზე შედგენილ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების თანაფარდობას.
8. ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიის, გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის, გარემოს დაცვის მოქმედებათა რეგიონალური, უწყებრივი და ადგილობრივი პროგრამებისა და საქმიანობის ობიექტთა გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმების შედგენის წესსა და პერიოდულობას განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.