Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 314 დასკვნითი დებულებანი. 1. ამ კოდექსის 153-ე მუხლის მე-3–5 ნაწილები, აგრეთვე 239-ე მუხლის 43-ე ნაწილი ამოქმედდეს 2003 წლის 1 სექტემბრიდან. 2. ამ კოდექსის 178-1 მუხლი და ამ მუხლთან დაკავშირებული 208-ე მუხლითა და 239-ე მუხლის 45-ე ნაწილით განსაზღვრული დებულებები ამოქმედდეს 2003 წლის 1 დეკემბრიდან. 3. ამ კოდექსის 42-5, 42-6, 42-7 მუხლები, აგრეთვე მათთან დაკავშირებული 208-ე მუხლისა და 239-ე მუხლის 46-ე ნაწილის შესაბამისი დებულებები ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან. 4. ამ კოდექსის 42-8 და 42-9 მუხლები, აგრეთვე მათთან დაკავშირებული 208-ე მუხლისა და 239-ე მუხლის 46-ე ნაწილის შესაბამისი დებულებები ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან. 5. ამ კოდექსის 155-5 მუხლი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან, ხოლო 155-6 მუხლი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან. 6. 92-2 მუხლის მოქმედება შეჩერებულ იქნეს კანონმდებლობაში თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობისა და ლიცენზირების საკითხებთან დაკავშირებით სათანადო ცვლილებების განხორციელებამდე. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 314 7. ამ კოდექსის 119-ე მუხლის მე-7 ნაწილი ამოქმედდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის „ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას“ ბრძანების ამოქმედების დღიდან. |